ბელგია საქართველოს კორონავირუსის ვაქცინას გადმოსცემს

ბელგია სხვა ქვეყნებისთვის წლის ბოლომდე სულ ვაქცინის ოთხი მილიონი დოზის გამოყოფას გეგმავს.

პირველ ეტაპზე, ვაქცინის 168 ათას დოზას მიიღებს უკრაინა, შემდეგ 225 ათასზე მეტ დოზას მიიღებენ საქართველო, სომხეთი და კოსოვო.

ბელგია ასევე ვაქცინების აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის სხვა ქვეყნებისთვის გადაცემას გეგმავს.

„ეს დონაცია არის პანდემიის დასამარცხებლად და გლობალური ვაქცინაციის დასაჩქარებლად ჩვენი ევროპული თანამშრომლობის მაგალითი“, – განაცხადა ბელგიის თანამშრომლობის განვითარების მინისტრმა, მერიამ კიტირმა.

 

“რეზონანსი”