დოკუმენტი ამოწურული არ არის, ვერ ავიღებ პასუხისმგბელობას მის ანულირებაზე – პრეზიდენტი

– “მე პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგბელობას და ვამაყობ კიდეც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა. თუმცა, ვერ ავიღებ პასუხიმსგბელობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის ანულირებაზე“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუმცა, დღეს პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა, ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელიხაზების ხელმოწერამდე გავლება ვიცი. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომელბსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არ არის და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც ვუჭერ მხარს“ – განაცხადა ზურაბიშვილი.

ამასთან, პრეზიდენტმა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერ პარტიებს მადლობა გადაუხადა.

„გუშინ მოვუსმინე ყველას და მინდა აღვნიშნო იმ პარტიების პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში, იმუსავეს და დღესაც მუშაობენ. ქმნიან მოდელს ან მოდელის საწყისს, თუ როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებულიქართული პოლიტიკური სპექტრი. ყოველ მათგანს მინდა ამისთვის მადლობა გამოვუცხადო. მეც ვიზიარებ მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა მისი პირველადი დანიშნულება შეასრულა.

კრიზისი დაასრულა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან გადაინაცვლა პარლამენტში. მივიღეთ ახალი საარჩევბნო კოდექსი. იმედი მაქვს, ბარიერის დაწევის შეთანხებაც შესრულდება, რაც ახალი პარრიების გამოჩენის წინაპირობაა. ამ დოკუმენტი შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის რესურსი და ხელის არმოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

წყარო: itv.ge