სააგენტო “ივერიონის” რედაქტორი ზაურ ნაჭყებია, სოციალურ ქსელში, ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის განცახებას ეხმაურება და წერს:
“აუცრელებისთვის უნდა აიკრძალოს მაღაზიაში შესვლაც კი .ადამიანის უფლებები არა კვატი.ადამიანის უფლებები სხვისი მკვლელობის უფლებას არ გულისხმობს.ყველა ანტივაქსერი მკვლელია.ჩასხდნენ ბუნკერებში და რომ გადაივლის მსოფლიო პანდემია,მერე გამოვიდნენ.” -წერს ტელეკომპანია “კავკასიას ” გენერალური დირექტორი ,ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.
არც მეტი,არც ნაკლები, ეს ფაშისტური განცხადებაა. ამას ამბობს,ჟურნალისტი, რომელიც ივლისის ბობოქარ დღეებში რუსთაველის გამზირზე იდგა და ჟურნალისტებზე ძალადობას აპროტესტებდა.
ეს განცხადება არა მარტო ძალადობაა საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც ვაქცინაციის მომხრე არ არის, არამედ ვერდიქტის გამოტანაცაა- მკვლელის ინტერპრეტაციას რომ თავი დავანებოთ,ბუნკერებში გვეპატიჟება და მანამ არ გვიშვებს იქიდან,სანამ ” მსოფლიო პანდემია ” არ ჩაივლის!
ამოვიგდოთ თავიდან,რომ ჟურნალისტებს ყველაფრის თქმის უფლება აქვთ,რომ ისინი ხელშეუხებელნი არიან.
ჩვენ რომ ელემენტარულად სამართლიანი ქვეყანა ვიყოთ, ჯანგირაშვილს უნდა აეკრძალოს პროფესიული საქმიანობა და მერე ასეთი ფაშისტური განცხადების გაკეთებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროს!
p.s.ადამიანებმა არა მარტო ღირსების გრძნობა დაკარგეს,არამედ ,პოტენციურ მკვლელებად იქცნენ,-რა მნიშვნელობა აქვს ,რით მოგკლავენ!!!