ნიუ-იორკში რესტორნებში მხოლოდ ვაქცინირებულები შეძლებენ შესვლას

ნიუ-იორკის რესტორნებში, სპორტულ დარბაზებსა და სხვა დახურული სივრცის მქონე დაწესებულებებში ვაქცინაციის დამადსტურებელი საბუთის გარეშე ვერც მომხმარებლები და ვერც ადგილზე მომუშავე პერსონალი ვეღარ შევა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ რეგულაციის მიღება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ქალაქის მოსახლეობაში და ზოგადად ქვეყანაშიც კორონავირუსის დელტა შტამის ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად იმატა.

ნიუ-იორკის მერი, ბილ დე ბლასიო აცხადებს, რომ ეს რეგულაცია კოვიდ-19-თან მიმართებაში გარდამტეხი იქნება და ის 13 სექტემბრიდან შევა ძალაში.

ქალაქის მერის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური დამადასტურებელი საბუთი, რომელსაც ვაქცინირებული მომსახურე პერსონალი წარადგენს სხვადასხვა დაწესებულებებში.

ამასთან, ეს წესები გარკვეულწილად ამოქმედდება მიმდინარე თვეში, თუმცა ძალაში სრულად შევა სექტემბრიდან, როდესაც იგეგმება სკოლების გახსნა და ადამიანების უბრუნდებიან სამუშაო ადგილებს.

BBC-ის ინფორმაციით დელტა შტამი ქალაქში სწრაფად ვრცელდება, რასაც მოსდევს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდაც. ამ დროისთვის კი ქალაქის მოსახლეობის 60% სულ მცირე ერთი დოზით არის ვაქცინირებული.

 

“ნეტგაზეთი’