ქაბულის ე.წ. „მწვანე ზონაში“ მძლავრი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, „მწვანე ზონაში“, სადაც სამთავრობო უწყებები და საელჩოებია განთავსებული, მძლავრი აფეთქების შემდეგ სროლას ჰქონდა ადგილი.
ავღანეთის ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 დაშავდა.
უშიშროების მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, მანქანის აფეთქებამ გამოიწვია, ხოლო სამიზნე პარლამენტის წევრის რეზიდენცია იყო.
წყარო: newposts.ge