რობერტ სტურუას წინააღმდეგობრივი ინტერვიუ “იმედს” – დასავლეთის და “საბჭოთას” ერთნაირი კრიტიკა

გამოჩენილი საბჭოთა ქართველი თეატრალური რეჟისორი რობერტ სტურუა თავის ფეისბუკ-გვერდზე გაკეთებულ, დასავლეთის კრიტიკის შემცველ გზავნილებს თავადვე განმარტავს “იმედის” ტელეეთერში. როგორც ეს საბჭოთა ინტელიგენტებს შეშვენით, პატივს სცემს საქართველოს ისტორიას, აქებს მოქმედ კულტურის მინისტრს და, ამავე დროს, ოპონენტებს აკნინებს ეპითეტით – “საბჭოთა” (“საბჭოთა მწერლები” და ა. შ.). ამასთან, სტურუა აკრიტიკებს დასავლეთს, რომელიც გარკვეულ პირობებს უყენებს საქართველოს, ფინანსური დახმარებისა და დაკრედიტების სანაცვლოდ.

ცალსახად სწორად და ეფექტურად განმარტავს ბატონი რობერტი ეკლესიაზე მიტანილი იერიშის მიზეზებს – “ეკლესია მორალს ქადაგებს”, შესაბამისად, ეკლესიის მაგინებლები მორალისგან დაცლილი არსებები არიან.

ნახეთ ვიდეო: