ექსპერტი გია ხუხაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„დღეს სალომე ზურაბიშვილმა ჩემს თვალში მიიღო საპრეზიდენტო ლეგიტიმაცია“ – დაწერა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი გამართა. ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებაზე ისაუბრა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ამოწურული არ არის და „წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს“