ვეღარ გაუძლო შენმა პატარა გულმა წაგიყვანეს დედიკომ და მამიკომ თავისთან, არავის ანდეს შენი თავი…- თამარ ივერი

პატარა მარიამი, რომელმაც ბაღდათში მომხდარი ავარიის დროს ოჯახის ყველა წევრი დაკარგა, დღეს გარდაიცვალა. მომხდარს სოციალურ ქსელში ქართველი სოპრანო თამარ ივერი ეხმაურება.

„როგორ ვერ გიშველეთ, მარიამ განადგურებულები ვართ! როგორი იმედი გვქონდა ღმერთო დანა კბილს არ მიხსნის პრემიერმა პრიორიტეტში აგიყვანა, მაგრამ…..

ვეღარ გაუძლო შენმა პატარა გულმა წაგიყვანეს დედიკომ და მამიკომ თავისთან, არავის ანდეს შენი თავი ღმერთო, რამხელა სიმწარეა ცუდად ვარ!“ – წერს თამარ ივერი.