კასპის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა ლევანი სოციალურ ქსელში წერს:
ჩემი აზრით ამ ვირუსის შექმნაზე ძალიან, ძალიან ბევრია ნაფიქრი და შემდეგ ნაშრომი. მე მასთან და სამყაროს აღსასრულთან არც თუ ისე მცირე ანარეკლებს ვხედავ.
ეს არაა ისეთი განსაცდელი, რომ თქვა არ მჯერა, არაფერია, არ დავიცავ წესებს და ა.შ. ასე მარტივად არ არის საქმე. შენ ამ “ვაჟკაცობას” შესაძლოა ბევრი ადამიანის სიკვდილი, ჯანმრთელობის დაზიანება თუ ფინანსური პრობლემები მოჰყვეს.
ამიტომ მხოლოდ ლოცვით და გონიერებითაა შესაძლებელი მასთან გამკლავება. და თუ დავდგებით არჩევანის წინაშე ღმერთი თუ ცხოვრება, იქ არ უნდა შევორგულდეთ, ჩვენ მაინც ყველა მოვკვდებით, ამიტომ რათქმაუნდა ღვთისთვის სიკვდილი ჯობია.
მხნედ იყავით. ჩვენ თქვენთან ვართ და ვიქნებით.