ასეთი, ვაი ქართველების შემყურეს, სურვილი მიჩნდება სამუდამოდ გააძევონ საქართველოდან და აღარასდროს დააბრუნონ უკან – ნანა რეხვიაშვილი

საუკუნეებია ქართველები და ებრაელები ერთად მოვდივართ, 26 საუკუნეა….ჩვენი ღმერთი ებრაელთა წიაღში იშვა… დედაღვთისმშობელი, მას ჩვენ, ქრისტიანები, ჩვენს დედას ვუწოდებთ, ქრისტეს დედა, წმინდა მარიამი ჩვენი დედაა და ებრაელთა წიაღში იშვა.

მოციქულებიც ყველა უბრალო ებრაელები იყვნენ, მათ ჩვენ ქრისტეს სიყვარული გვახარეს… რაღაც განსაკუთრებული მისტიური კავშირია ჩვენსა და ებრაელებს შორის და ყველაზე ძალიან რაც მახარებს, მსიამოვნებს და ცრემლს მგვრის ეს ის მომენტია როდესაც ვხედავ და მესმის წლების წინ ისრაელში წასული ებრაელები როგორ ზრდიან შვილებს და შვილიშვილებს ისევ ქართულად, არ ივიწყებენ ქართულს და შთამომავლობას გადასცემენ….

ლხინი აქვთ თუ გაჭირვება, მაინც ქართულად მღერიან და ქართულად განიცდიან, ბავშვებს ქართულ წერა-კითხვას ასწავლიან, არ ივიწყებენ საქართველოს და ყოველთვის თვალზე ცრემლი ერევათ საქართველოს ხსენებაზე. სადაც არ უნდა იყვნენ აუცილებლად იმღერებენ და იცეკვებენ ქართულად და ქართულად მოიკითხავენ ერთმანეთს დიდი ხნის უნახავები…..

დედები შვილებს და შვილიშვილებს “დედა გენაცვალოს” და “ბებო გენაცვალო-თი” ეფერებიან, ქართულად…ბავშვები ამ დროს ებრაულ ბაღებსა და სკოლებში დადიან, მაგრამ ერთმანეთთან სახლში ყოველთვის ქართულად ლაპარაკობენ. ბევრი ანდერძსაც კი ტოვებს რომ საქართველოში დასაფლავდეს….
და ამ დროს ვხედავ ევროპასა და ამერიკაში გადახვეწილ ქართველებს, ქართულად თვითონ აღარ კადრულობენ ლაპარაკს და საუბრისას გამოურევენ უცხო-უცხო სიტყვებს, მათმა შვილებმა (ყველას არ ეხება) ქართული არც კი იციან, წერა-კითხვაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია…..

საქართველოში ზოგს ქართველობის სცხვენია თურმე., საკუთარ ქვეყანას ლანძღავს, არაფრად მიიჩნევს მის წარმატებას…

აი ასეთი ვაი ქართველების შემყურეს სურვილი მიჩნდება ვინმემ ისინი სამუდამოდ გააძევოს საქართველოდან და აღარასდროს დააბრუნოს უკან. (უფლება რომ მქონდეს , ერთ წუთსაც არ დავფიქრდებოდი ისე ავუკრავდი გუდა-ნაბადს).
ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული ქართველ ებრაელებს, რომლებიც საქართველოს სიყვარულს გულით ატარებენ, სტკივათ და უხარიათ ჩვენი ტკივილი და სიხარული და საქართველოდან წაღებულ ერთ გოჯ მიწას სათუთად ეფერებიან.

ნანა რეხვიაშვილი, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი