ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანაში მხოლოდ ორჯერადად აცრილ ვიზიტორებს შეუშვებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესაბამის სააგენტოებს უცხოელი ვიზიტორებისთვის ქვეყნის ეტაპობრივი გახსნა დაავალა.
კოვიდ 19-თან დაკავშირებით არსებული რეგულაციები საერთაშორისო მოგზაურების უმეტესობას ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლას უზღუდავს.
საერთაშორისო ვიზიტორებზე დაწესებული შეზღუდვები პირველ ეტაპზე 2020 წლის იანვარში ჩინეთს დაუწესდა. გაფართოვების შემდეგ კი შეზღუდვები გავრცელდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებსაც უკანასკნელ პერიოდში გაერთიანებულ სამეფოში, შენგენის ზონის ქვეყნებში, ბრაზილიაში, ირლანდიაში, ინდოეთში, ირანსა და სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. მათ კი, ვისაც ქვეყანაში შესვლის უფლება აქვთ, 3 დღის განმავლობაში გაკეთებული კოვიდტესტი უნდა წარადგინონ.
ცნობისთვის, ამერიკის მოსახლეობის 70%-ზე მეტი ვაქცინის ერთი დოზით აცრილია.