პუბლიცისტი, ხათუნა საგინაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ლევან ვასაძის ავადმყოფობის თაობაზე, რასაკვირველია, თავიდანვე იყო ვარაუდები, რომ მოწამლეს. მისმა დღევანდელმა ვიდეომიმართვამ, ფაქტიურად, დაადასტურა ეს ეჭვები.
ვისაც კიდევ არ გჯერათ, წაიკითხეთ ჯონ პერკინსის წიგნი „ეკონომიკური მკვლელის აღსარება“. ავტორი აშიშვლებს იმ ბინძურ მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც ამერიკული კორპოკრატია იცილებს ცალკეული ქვეყნების ეროვნულ ლიდერებს, რათა ხელისუფლებაში მუდმივად შეინარჩუნოს იუდა მარიონეტები, რომლებიც მათ ხელში უგდებენ ამ ქვეყნების უძირფასეს ეროვნულ სიმდიდრეებს. სწორედ ამის გამოისობით ლათინური ამერიკის ნავთობით უმდიდრესი სახელმწიფიები ვერ გასცდნენ განვითარებადი ქვეყნების დონეს, ხოლო ეროვნული ლიდერები, ვინც გაბედა ხმა ამოეღო კორპოკრატიის მტაცებლობაზე, მოიშორეს ან მოწამვლით, ან ავტოკატასტროფით და ან საკუთარი ხალხისვე მათ წინააღმდეგ ამხედრებით.
მაშ ასე, სქემა არ იცვლება – იცვლებიან ფიგურანტები, სამიზნე ხდებიან ლიდერები, რომლებსაც ეროვნული იდეის გარშემო შეუძლიათ ერის კონსოლიდირება.
თქვენ კი, ვისაც შეგიძლიათ ადამიანის ავადმყოფობაზე ქილიკი, თქვენ არც კი ხართ ადამიანები, თქვენ ბინძური ღორები ხართ, თავად გასვრილებს განურჩევლად ყველას და ყველაფრის გასვრა რომ შეგიძლიათ.
ელისო კილაძე ამტკიცებდა, ვასაძე მოსყიდვით ცდილობდა თურქი ექიმების მოსყიდვას ავადმყოფობის საბუთის საყიდლადო. ელისტარკო უდღეურო, ღორის წონის დაგდება არსს ვერ შეგიცვლის, როცა შინაგანი არსით ტალახიან ღორად რჩები, თავის გზაზე ყველას და ყველაფერს ტალახით რომ სვრის.