სალომე ზურაბიშვილზე ჩემი აზრი არ შემიცვლია, გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დრო აჩვენებს – გიგა ბოკერია.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ჩემი აზრი არ შემიცვლია და გუშინაც ვთქვი, დღესაც შემიძლია, გავიმეორო, გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დრო აჩვენებს – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერიას თქმით, იმდენად ღრმად შეტოპა ივანიშვილის რეჟიმმა საერთაშორისო იზოლაციაში და ქვეყნის შიგნით საკუთარი მოქალაქეებისგან იზოლაციაში, რომ ზურაბიშვილისნაირი უპასუხისმგებლო ფიგურაც საჭიროდ თვლის, რომ თავი დაიზღვიოს და დისტანცია დაიჭიროს.
„მეტი არაფერს არ ნიშნავს სალომე ზურაბიშვილის განცხადება. მას არ აუღია არაფერზე პასუხისმგებლობა“ – განაცხადა ბოკერიამ.
წყარო: itv.ge