დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, „თბილსერვის ჯგუფის“ დასაქმებულები, კომპანიის ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ და ხელფასების მატებას ითხოვენ.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 100%-იანი წილი სახელმწიფოს, კერძოდ კი თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.
„თბილსერვის ჯგუფი“ არის კომპანია, რომელსაც თბილისის მასშტაბით ევალება ქუჩების დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ასევე სადრენაჟო ქსელების მოვლა-პატრონობა და ა.შ..
“ნეტგაზეთი”