“ერთი რამის გაცნობიერება ყველას მართებს, – გაბავშვებული წარმოდგენების ზრდასრულ იდიოტებს რომ არ დავემსგავსოდ” – დემურ გიორხელიძე

” ერთი რამის გაცნობიერება ყველას მართებს, – გაბავშვებული წარმოდგენების ზრდასრულ იდიოტებს რომ არ დავემსგავსოდ, – არადა ინფანტილიზმის ტყვეობიდან გასვლა ქართველს გაუჭირდა (!).
აი, რა გავაცნობიეროთ:

”როცა პოლიტიკურ პროცესს მსოფლიო პოლიტიკის მთავარი და და/ან ძალზე მნიშვნელოვანი დიდი მოთამაშის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები უდევს საფუძვლად, – ის პროცესი ყოველთვის მონაწილეთა ინტერესების ფარგლებში სრულდება და გარე ”ხმაური”/ინფორმაციული ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კონტრპროპაგანდა/ – ვერაფერს ვნებს!
ჩვენ, ქართველებმა, ეს არასდროს ვიცოდით და…
ბოლო 100 წელიწადში ქვეყნის ტერიტორიის 55%
მივაფშვენით ყოყლოჩინობას, გეოპოლიტიკურ უვიცობას,
პოლიტიკურ ამპარტავნობასა და სხვისმოიმედეობას!
ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტი!
და…
არაფერი გვინდა გავიაზროთ და ვისწავლოთ?!
ასე გავაგრძელოთ?!” – წერს დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში.