“2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება“ – განაცხადა „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და აღარასოდეს ასეთი ტიპის შეთანხმება აღარ გაფორმდება.
– “შეთანხმება არის ანულირებული, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მომავალში აღარასდროს ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ. აქ საუბარი იყო დროებით კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაზე, მეორედ ეს აღარასოდეს მოხდება. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო: itv.ge