ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ფორმულას” ეთერში კორონავირუსის მეხუთე ტალღაზე ისაუბრა და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ვაქცინაციის შემდეგ ადამიანი მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ არის სრულფასოვნად იმუნიზირებული.
„წელიწადში 6 თვე არის შემთხვევების მატება და 6 თვე შედარებით მშვიდი პერიოდი. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ შემოდგომაზე იქნება მეხუთე ტალღა. დღეს ვაქცინაციაში როცა შედის ადამიანი, მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ არის სრულფასოვნად იმუნიზირებული. იმიტომ, რომ ერთსა და მეორე დოზას შორის არის 21-დღიანი ინტერვალი და შემდეგ მეორე დოზიდან ორ კვირაში არის მხოლოდ იმუნიტეტი ფორმირებული. ამიტომ, ჩვენ დღეს ვაქცინაციით მხოლოდ საქმეს გავიკეთებთ შემოდგომის მეხუთე ტალღისთვის. ამ ტალღაზე ვაქცინაციის გავლენა, როგორც ეპიდემიის მართვის იარაღად, სამწუხაროდ არ გამოგვადგება და მხოლოდ დავრჩით იმის იმედად, რასაც ჰქვია პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელის ჰიგიენა”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
“რეზონანსი”