ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 200 242 092 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 256 850 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 35 330 873 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 614 785 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
წყარო: ptn.ge