ჟურნალისტი ლევან შანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს და დიდი ქართველი მსახიობის, აწ გარდაცვლილი ნოდარ მგალობლიშვილის ფოტოს ავრცელებს:
პოსტი ვნახე და გავაზიარე კიდეც თხოვნისამებრ, სადაც ასეთი სიტყვებით დაიწყო ავტორმა გახსოვთ ეს კაციო?… მე მესმის ავტორის გულის ტკივილის და კომენტარში მხოლოდ ეს მიუწერე, იქნებ ამით შეუმსუბუქდეს ტკივილი მასაც და ბევრ სხვა წესიერ ადამიანს!
ჩემი პასუხი კი ასე ჟღერს:
რას ქვია მახსოვს? აბა ვინ უნდა მახსოვდეს თუ არა ეს ღირსებით სავსე, უმაღლესი ზნეობის პრინციპული და მართალი ადამიანი? ყველა ქართველისთვის მისაბაძი და თავმდაბალი ჭეშმარიტი რაინდი! მისთვის უნდა მიგვებაძა უმრავლესობას, ეხლაც არ არის გვიან ასე მოვიქცეთ და მისი სული ვახაროთ, რაც ჯამში ჩვენს უფალს გაახარებს! ყველა უნდა ვიხსენებდეთ მის სახელს და ჩვენს ლოცვებში დაუზარებლად მოვიხსენიებდეთ მას! მისი სულისთვის ლოცვა, ჩვეულებრივი საქმე უნდა იყოს ქართველისთვის, მე ამას ვცდილობ ყოველმხრივ და სხხვასაც მოუწოდებ ამ საქციელისკენ, რომ ყველა ღირსეული და სამაგალითო ქართველის სულებისთვის, ვილოცოთ მარად საქართველოში!დიდება უფალს რომ ასეთ ქართველებს მოუვლენს ჩვენს ქვეყანას! დიდება უფალს!