დიახ, ხელს ვაწერთ იმაზე, რაც ამ სათაურში წერია – რუსები ჩვენზე, ქართველებზე მეტად აფასებენ თავიანთ ისტორიას – ქართული წარმოშობის სტალინს აღიარებენ უდიდეს მოღვაწედ და მისთვის ჯეროვანი პატივის მიგებას მოითხოვენ! ესაა რუსული პასუხი ლიბერასტებისადმი – პასუხი, რომლის გაცემასაც დასავლეთისადმი ქართველები ჯერ ვერ ბედავენ!
ასეთია სოციოლოგიური კვლევების შედეგი, ამ შედეგების აღიარება კი პროდასავლურ-ლიბერალურ “ლევადა-ცენტრს” მოუწია, რომელიც რუსეთში უცხოეთის აგენტის სტატუსით მოქმედებს.
“ლევადა ცენტრის” ახლად გამოქვეყნებული კვლევები ცხადჰყოფენ, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე სტალინისთვის ძეგლის დადგმის მომხრეთა რიცხვი 25%-იდან 48%-მდე გაიზარდა. კიდევ უფრო მეტ რუსს – 60%-ს (!) მოსწონს “სტალინ-ცენტრის” ანუ სტალინის მემორიალური კომპლექსის შექმნის იდეა.
გამოკითხვა ჩატარდა პროფესიონალების მიერ, ამა წლის 20-26 მაისს, მოსახლეობის რეპრეზენტაციული შერჩევის გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1620-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ, 137 დასახლებული პუნქტიდან.
მომავალი წლის ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის სტალინის ძეგლის დადგმაზე უარყოფითი აზრი გამოხატა გამოკითხულთა მხოლოდ 20%-მა (“სტალინ-ცენტრის” წინააღმდეგ, შესაბამისად, მხოლოდ 14% გამოდის), 29%-ისთვის კი თემა არააქტუალურია. გამოკითხულთა 3%-ს უჭირს აზრის გამოხატვა.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სტალინს ყველაზე დიდ პატივს ყველაზე უფრო ახალგაზრდა რუსები მიაგებენ (მათი 50%!), ისევე, როგორც ყველაზე უფრო მოხუცები (52%).
“ლევადა-ცენტრის” დირექტორი დენის ვოლკოვი მიიჩნევს, რომ რუსები სტალინის ძეგლის დაბრუნებასა და “სტალინ-ცენტრის” აშენებას აღიქვამენ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის აქტად, პირობითი “ლიბერალებისადმი” პასუხად, რომლებმაც, ხალხის აზრით, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში გადაწერეს ჰეროიკული საბჭოთა ისტორია.
იქნებ მეტი ვისწავლოთ რუსებისგან? იქნებ რუსები, ზოგ მომენტში, მეტ პატივს სცემენ როგორც საკუთარ ისტორიას, ისე დიდ ქართველებს? ჩვენ რას ვაკეთებთ, რით ვიცავთ თავს? – მე-20 საუკუნეში მსოფლიოს უდიდესი პოლიტიკოსი შვა ჩვენმა ერმა, მას ლავრენტი ბერიაც “დაუმატა” და ამ დიდ ქართულ ისტორიას ვაგინებთ და ვაფურთხებთ. გადარჩენა ასე არ გვიწერია – მივბაძოთ რუსებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი არ გვაქვს!