ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
სულ ახლახან ჩრდილოეთ ატლანტიკაში მორიგი უაღრესად მნიშვნელოვანი რამ მოხდა, – საქართველოში არაფერი გაუგიათ!
შავ ზღვაში ბრიტანული გემის ”დეფენდერის” პროვოკაციის შემდეგ, ატლანტიკაში, ბრიტანულმა გემებმა ნატოს მოკავშირეებთან ერთად დააფიქსირეს რუსეთის რამდენიმე ატომური სუბმარინის გასვლა ბაზირების პუნქტებიდან. ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ხომალდებმა გადაწყვიტეს გაედევნებინათ თვალი რუსული წყალქვეშა ნავების მოძრაობაზე, – მაგრამ ეს ვერ შეძლეს, რადგან, როგორც უცხოურ პრესაში აღნიშნავენ, – წყალქვეშა ნავები მომენტალურად გაქრნენ მსოფლიო ოკეანეში ისე, რომ კვალიც არ დაუტოვებიათ!
”ბრიტანული მედია შეეცადა საკუთარი ფლოტის რეპუტაციის შენარჩუნებას შავ ზღვაში მომხდარის შემდეგ , მაგრამ მას არაფერი გამოუვიდა! რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ნავებმა თავი აარიდეს ნატოს და მათ გაქრობამ გვარიანად შეაშინა ბრიტანელი სამხედროები”.
ბრიტანეთის მცდელობამ გაექვითათ ანგარიში რუსეთთან,
ბრიტანელები დამამცირებელ შედეგებამდე მიიყვანა.
ლონდონმა ვერაფრით გამოიცნო რუსეთის ხილული წყალქვეშა ნავების უხილავობის სამხედრო საიდუმლო! ბრიტანეთის ეს დამცირება ფართოდ განიხილება!
p.s.
რას ნიშნავს ეს?!
იმას, რომ ამ წყალქვეშა ნავებს შეუძლიათ უკონტროლად მიუახლოვდნენ ნებისმიერი სახელმწიფოს ნაპირს გამომდინარე შედეგებით!.. ამის ცოდნა აუცილებელია, რომ არ ჩარჩეს ადამიანის აზროვნება “ჟანგიანი ტანკების” მარაზმულ ჭაობში და არ ილაყლაყოს საშიში სისულელეები!