რუსული თვითმფრინავი-ამფიბია Бе-200 მრავალ ფუნქციას ასრულებს ეკოლოგიის დაცვის საქმეში – პირველ ყოვლისა, მისი მიზანია, დიდი რაოდენობის წყლის დაგროვება სპეციალურ ბაკში და მასშტაბური ხანძრების ჩაქრობა (მაქსიმუმ 15 წამში იღებს 12 ტონა წყალს, თუკი ხანძარი წყლის საცავიდან 10 კილომეტრამდეა, თვითმფრინავს შეუძლია 300 ტონა წყლის მიტანა და ჩამოშვება). რუსეთი არაერთ ქვეყანას დაეხმარა ხანძრების ჩაქრობაში, ამ უნიკალური თვითმფრინავით. ახლაც, როდესაც თურქეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს, რუსეთმა ნატოს წევრ თურქეთს დიდი დახმარება გაუწია. ნახეთ, როგორ იღებს წყალს თვითმფრინავი-ამფიბია თურქეთის სამხრეთ პლაჟზე, დამსვენებლების თვალწინ: