ვინ გეკითხება შენ, ჩვენს ქვეყანაში ვინ გადადგება?! – ამირან სალუქვაძე

ვინ გეკითხება შენ, ჩვენს ქვეყანაში ვინ გადადგება?! – ამირან სალუქვაძე ჟურნალისტ დანიელ ჰამილტონს.

– “რა შენი საქმეა სხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის მიმართ პოლიტიკური მოწოდებების გაკეთება, ვინ გეკითხება შენ, ჩვენს ქვეყანაში ვინ გადადგება?! – ასე ეხმიანება ექსპერტი ამირან სალუქვაძე ბრიტანელ ჟურნალისტს დანიელ ჰამილტონს, რომელიც „ტვიტერზე“ წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.

ამირან სალუქვაძე ჰამილტონის მიერ სააკაშვილის შესახებ გაზიარებული სტატიის სქრინს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ადვილი მისახვედრია, ვინ არის დამკვეთი.

– “რა გვარი აქვს ტიპს, ჰამილტონია. ჯერ მხოლოდ ჰამილტონის საათები რად ღირს, მერე მწერლები, პოლიტიკოსები, მათემატიკოსები და ა.შ. ეს, ალბათ, ლედი ჰამილტონის შთამომავალია?! ვინ გეკითხება შენ, ჩვენს ქვეყანაში ვინ გადადგება?! ანალოგიურად, არც ჩემი საქმეა მაგ, სააკაშვილის პირადი მადიდებლის ქვეყანაში, ვინ გადადგება. ჟურნალუსტი რომ ხარ, თუ შეგიკვეთეს სტატია, დაწერე კომპეტენციის ფარგლებში. შეგიძლია გააკეთო სუბიექტური შეფასებები. შეგიძლია დამკვეთის მიერ გამოგზავნილი ტექსტი საკუთარ სტატიად შეასაღო მკითხველს… ასევე შეგიძლია პერიოდულად სააკაშვილის ფოტოები აზიარო. შენი გემოვნებაა. ისე, მასე აქტიურად მისი აქაური ფანები არ აზიარებენ ხოლმე… მაგრამ, რა შენი საქმეა სხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის მიმართ პოლიტიკური მოწოდებების გაკეთება?!

რაღამც ამან თქვა, უნდა დავუჯეროთ. რა სათაურია ნახეთ, “ბიძინა ივანიშვილის იმპულსებიო…” ეტყობა, ლონდონში გრძნობს ბიძინას იმპულსებს. დღეში ორ სტატიას აცხობს საქართველოზე. დამკვეთი ვინაა, მიხვდებით“ – წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ის პირად გვერდზე.

წყარო: newposts.ge