ბახმაროში, დაახლოებით, 5 წლის გოგონას, მოზარდმა შემთხვევით ცხენით გადაუარა, ბავშვი გადაიყვანეს ჩოხატაურის საავადმყოფოში, იქნებ რაიმე სახის ინფორმაცია მოიპოვოთ ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ, – ასეთი შინაარსის წერილი “გურია ნიუსმა” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მიიღო.
ჩოხატაურის “მედალფას” კლინიკის დირექტორმა ანტონ ხუნდაძემ ჟურნალისტთან საუბრისასდაადასტურა, რომ ბავშვი გადაიყვანეს ქუთაისის სპეციალიზირებულ კლინიკაში.
“გუშინ დილით ჩვენთან შემოიყვანეს ბავშვი, რომელსაც აღენიშნებოდა სახის ძვლების ტრავმა, ასევე, ტვინის შერყევა. ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, მისი გადაყვანა ქუთაისის სპეციალიზირებულ კლინიკაში”, – აღნიშნა ანტონ ხუნდაძემ.
“რეზონანსი”