ვისთვის არ შეიძლება „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთება

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში რჩევებსა და რეკომენდაციებს გასცემს კორონავირუსთან დაკავშირებით და წერს, რომ ამგვარად პასუხობს უამრავ კითხვას, რომელიც პირადად მისდის:

„ყოველდღე 1000-ობით წერილი მომდის შეკითხვით ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ვისთვის არ შეიძლება ფაიზერის ვაქცინის გაკეთება?

– ბავშვებში და მოზარდებში გადატანილი კოვიდის შემდგომი მულტი სისტემური ანთებითი სინდრომი ( ძალზე იშვიათი) – საქართველოში ალბათ 5 ადამიანი თუ იქნება ასეთი!

–  ალერგიული რეაქცია ამ ვაქცინის კომპონენტ პოლიეთილენ გლიკოლზე  – საქართველოში ალბათ 1 ადამიანი თუ იქნება ასეთი!

– ამავე ვაქცინის პირველი ინიექციის შემდგომი პერიკარდიტი ან მძიმე ჰეპატიტი, რასაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა – საქართველოში ასეთი ალბათ 150-მდე ადამიანი თუ იქნება. ისე ბზიკმა თუ გიკბინათ, უფრო საშიშია!

დასკვნა:

– მაქსიმუმ 6 ადამიანი საქართველოში (კარგი, 10 იყოს) ვისთვისაც ფაიზერის ვაქცინა არ შეიძლება!

– მაქსიმუმ 150 ადამიანისთვის (კარგი, 250 იყოს) ვისთვისაც ფაიზერის მე-2 დოზის გაკეთება არ შეიძლება!

ყველა დანარჩენისთვის ფაიზერი უსაფრთხოა.

წყაროები თუ გაინტერესებთ: მიმართეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, მათ უნდა ჰქონდეთ ქართული მასალები, ეს მათი მივალეობაა”.- წერს ფხაკაძე.