მოსკოვში მოღვაწე ქართველი პოლიტოლოგი შოთა აფხაიძე მიმოიხილავს რამდენიმე მაგალითს ევროპასა და კავკასიაში, სადაც არსებობს ტერიტორიების და სეპარატიზმის პრობლემა. საქართველოს ხელისუფალთა უუნარობა, გადადგან რუსეთთან მიმართებაში ენერგიული ნაბიჯები და აღადგინონ მეზობელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობა (ისევ და ისევ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე!) კონტრასტულად ჩანს სერბეთის, მოლდავეთის, უკრაინისა და მეზობელი აზერბაიჯანის პოლიტიკურ მეთოდებთან, დაიცვან საკუთარი ინტერესები. მათ ფონზე საქართველოს „ლუზერობა“ კიდევ უფრო ცხადი ხდება.
სერბული დიპლომატია
1999 წელს ალბანელი სეპარატისტებმა და ნატომ , სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა ხელhყო . კოსოვო-მეტოხია, ისტორიული სერბეთის ტერიტორია, ვაშინგტონის ძალისხმევის შედეგად , დასავლეთმა ალბანელი ექსტრემისტების კონტროლს დაუქვემდებარა. 2008 წლის 17 თებერვალს , კოსოვოს თვითაღიარებულმა დე- ფაქტო პარლამენტმა დამოუკიდებლობა აღიარა . კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება ვაშინგტონის უშუალო ინიციატივით მოხდა . აშშ მალევე ცნო სეპარატისტული კოსოვოს თვითაღირებული კონფლიქტური რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ , რასაც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მიერ , ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა . აშშ კოსოვოს ტერიტორიაზე განათავსა , ევროპაში კონტიგენტის რიცხოვნებით მეორე – Camp Bondsteel სამხედრო ბაზა . მიუხედავად იმისა , რომ აშშ და ევროკავშირის წამყვანმა სახელწიფოებმა , უხეშად დაარღვის სერბეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ოფიციალური ბელგრადი ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს ვაშინგტონთან და ბრიუსელთან . უფრო მეტიც, ბელგრადი აქტიურად თანამშრომლობს ოკუპანტ ამერიკასთან და ევროკავშირთან, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით . სწორედ ამ დიპლომატიური ურთიერთობების შედეგია , უმარვავი მწვავე პრობლემის დარეგულირება კოსოვოს დე ფაქტო ტერიტორიაზე, მათ შორის სერბული ანკლავების საკითხი .
უკრაინული დიპლომატია
2014 წელის 27 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ , უკრაინის ტერიტორიაზე, კერძოდ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში თავისი საჯარისო ფორმირებები შეიყვანა . პარალელურად გაიმართა რეფერენდუმი და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა , რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, ფედერალური ერთეულის სტატუსით . 2014 წელის 14 აპრილს უკაინის აღმოსავლეთ ნაწილში , კერძოდ, დონეცკის და ლუგანსკის ოლქში ოფიციალურ კიევს და აჯანყებულ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო . დონეცკის და ლუგანსკის ოლქების არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები , ასევე რეგიონის დე ფაქტო ლიდერები , ოფიციალური მოსკოვის მხადაჭერით იმთავითვე სარგებლობდნენ . 2015 წელს დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს . ოფიციალურ მოსკოვს , კი მართალია არ უცნია ამ დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა , მაგრამ ეს კონფლიქტური რეგინები რუსეთის გავლენის სფეროა. რუსეთის პატრონაჟის , პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარების გარეშე , ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არსებობა ნონსენსია . ორივე დე- ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობას , რუსეთმა ფედერაციის მოქალაქეობა მიანიჭა .
მიუხედავად რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკისა ოფიციალური უკრაინის მიმართ , ოფიციალურ კიევს , ოფიციალურ მოსკოვთან დიპლომატიური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არ გაუწყვიტავს. ასე მაგალითად , რუსეთი სტრატეგული ნედლეულის , ქვანახშირის და ნავთობპროდუქტების უმსხვილესი ექსპორტიორია უკრაინაში . რუსული ენერგორესურსების ტრანზიტი , უკრაინის ტერიტორიაზე ფაქტობრივად შეუფერხებლად ხორციელდება . რუსეთი და უკრაინა უვიზო რეჟიმით სარგებლობენ . უკრაინული ბიზნეს აქტივების წილი რუსეთში ყოველწლიურად იზრდება .
მოლდოვური დიპლომატია
ჯერ კიდევ სსრკ პერიოდში დაწყებული კონფლიქტი მოლდოვის რეგიონ დნესტრისპირეთში , 1991-1992 წელს შეარაღებულ სისხლისღვრაში გადაიზარდა. 1992 წელს ოფიციალურმა კიშინიოვმა დნესტრისპირეთზე კონტროლი დაკარგა , თავის მხრივ ტირასპოლმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დე ფაქტო დნესტრისპირეთის არაფორმალური შეარაღებული ფორმირებების გამარჯვება , ცენტრთან შეააღებულ კონფლიქტში , ფაქტობრივად რუსეთის მე-14 არმიის მხარდაჭერამ განაპირობა. რუსეთის ფედერაციის საჯარისო ფორმირებები და რუსული სამხედრო ბაზები დღემდე რჩებიან დნესტრისპირეთში. რუსეთმა დნესტრისპირეთის მოსახლეობას რუსთის ფედერაციის მოქალაქობა მისცა .
ოფიციალური კიშინიოვი , რუსეთის მიმართ ერთობ პრაგმატულ პოლიტიკას ახოეციელებს . მოლდოვეთი ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან . მოლდოვა ორმხრივი უვიზო რეჟიმით სარგებლობს რუსეთის ფედერაციასთან . მოლდოველი მუშა-მიგრანტების 80 %-მდე რუსეთშია დასაქმებული . მოლდოვეთს რუსეთთან აქვს ძალზედ მჭიდრო სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობები , მოლდოვური ალკოჰოლის და სოფლის მეურნეობის პროდუქტების უდიდესი ნაწილის ექსპორტი , სწორედ რუსულ ბაზარზე ხდება . პარალელურად, მოლდავეთს მჭიდრო კავშირები აქვს ევროკავშირთან და ევროპული ბაზრითაც აქტიურად სარგებლობს.
აზერბაიჯანული დიპლომატია
დღეს აზერბაიჯანმა სრულიად დაიბრუნა , მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ადმინისტრაციის მიერ ოკუპირებული 7 რაიონი და ნაწილობრივ აღადგინა კონტროლი თვითონ ყარაბაღის ავტონომიურ ოლქზე . ოფიციალური ბაქო , დღეს გამარჯვებულის სტატუსით სარგებლობს , მაგრამ 1990 წლიდან თითქმის 30 წელი , ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში იყო . 1988 წელს , ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ეთნიკურ სომხეთის და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკებში , აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება დაიწყო, რომელიც 1990 წლიდან სისხლისმღვრელ ომში და ეთნოწმენდაში გადაიზარდა. 1992 წელს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში უკვე დამოიკიდებელი აზერბაიჯანის არმიას და ყარაბახში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას შორის ფართომაშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო , რომელიც 1994 წელს ნაწილობრივ დასრულდა . ამ კონფლიქტში არც საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ხელისუფლებას , მერე რუსეთის ფედერაციას ცალსახა პოზიცია არ გააჩნდა , მაგრამ სომხური მხარე რუსეთის ირიბი მხარდაჭერით სარგებლობდა . 90-იან წლებში კონფლიქტის პირველი ეტაპი აზერბაიჯანისთვის კატასტროფული შედეგებით დასრულდა. 1994 წელიდან ყარაბაღის დე – ფაქტო რესპუბლიკა სრულიად გამოვიდა ბაქოს კონტროლის ზონიდან . სტეფანაკერტის სეპარატისტულმა ადმინისტრაციამ აზერბქიჯანის 7 რაიონის ოკუპაციც შეძლო და ეს რაიონები ბუფერულ ზონად აქცია მთიანი ყარაბახის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ირგვლივ.
ყარაბაღის დე ფაქტო რესუბლიკას დიპლომატიური კავშირი აქვს რუსეთის მიერ ცნობილ სამხრრთ ოსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან , ასევე დნესტრისპირეთთან . მიუხედავად მთიანი ყარაბაღის ურთულესი პოლიტუკური კონფიგურაციისა , სადაც რუსეთი , როგორც ზემოთ აღვნიშნე, სომხურ მხარეს ლობირებდა , ოფიციალურ ბაქოს არ გაუწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურ მოსკოვთან . უფრო მეტიც, აზერბაიჯანის უმთავარესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი იყო და არის რუსეთის ფედერაცია. აზერბაიჯანული სოფლის მეურნეობის პროდუქციის უდიდესი ნაწილის რეალიზაცია სწორედ რუსულ ბაზარზე ხდება . აზერბაიჯანული დიასპორის რიცხვი რუსეთის ფედერაციაში 2 მილიონს აღემატება. აზერბაიჯანელი ბიზნესმენები ფაქტობრივად სრულიად აკონტროლებენ რუსეთის ფედერაციის ხილ-ბოსტნეულის და საკვები პროდუქტების ბიზნეს-სფეროს, ასევე დიდწილად – ენერგორესების ინდუსტრიას
სწორედ ოფიციალური ბაქოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, მთიანი ყარაბაღის საკითხში წარმატების მიღწევა. ალიევმა შეძლო დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება კრემლთან , მჭიდრო ურთიერთობების დამყარება რუსეთის მმართველ წრეებთან და შედეგმაც არ დააყოვნა – 2020 წელს, აზერბაიჯანული სამხედრო ოპერაციის დროს, რუსეთმა უკვე აზერბაიჯანისადმი კეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტი გამოიჩინა და პროდასავლურად განწყობილ პაშინიანს მხარი არ დაუჭირა. 27ოქტომბერს ვლადიმირ პუტინმა “ვალდაის კლუბის” პოლიტოლოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი უკვე 30 წელია, ელის კონფლიქტის დარეგულირებას და მას სრული უფლება აქვს, ის ტერიტორიები მაინც დაიკავოს, რომლებიც ყარაბაღის გარშემო აქვთ დაკავებული სომხურ ფორმირებებსო… ეს გახდა გადამწყვეტი მომენტი აზერბაიჯანის სასარგებლოდ.
ქართული „დიმპიტაური“
სსრკ დაშლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც შეეწირა (მოსახლეობის კეთილდღეობასთან ერთად). ეროვნული მოძრაობის პარალელურად , სოხუმსა და ცხინვალში სეპარატისტული განწყობები იზრდებოდა , რაც 90 -იანი წლების დასაწყისში შეირაღებული კონფლიქტით დასრულდა . ოსი და აფხაზი სეპარატისტები ჯერ საბჭოთა ხელისუფლების , ხოლო შემდეგ რუსეთის ფედერაციის უშუალო მხარდაჭერით სარგებლობდნენ შეარაღებული კონფლიქტის პერიოდში . აფხაზეთსა და ცხინვალში შეიარაღებულ კონფლიქტს შედეგად ქართველთა ეთნოწმენდა მოჰყვა – მინიმუმ, 250 ათასი დევნილი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებიდან .
მართალია, 90 -იან წლებიდან 2008 წლამდე რუსეთის ფედერაცია აქტიურად განაგრძობდა დე ფაქტო აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივას უტოვებდა. ამის გამოხატულებაა თუნდაც 1996 წელს აფხაზეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღება რუსეთის მიერ და 1997 წლის აგვისტოში ევგენი პრიმაკოვის მიერ მთელი აფხაზური ელიტის თბილისში ჩამოყვანა. მაგრამ, ამერიკულ პროვოკაციებს აყოლილი შევარდნაძე და მისი ხელისუფლება უპერსპექტივო „ევროატლანტიკურ“ კურსს დაადგა, ნაცვლად კონფლიქტების დარეგულირებისა.
შევარდნაძის ეს პოლიტიკა სააკაშვილის რეჟიმმა საბოლოოდ აქცია მარაზმად. სწორედ ამ მარაზმს აგრძელებს დღევანდელი ხელისუფლებაც.
2008 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის და აშშ პრეზიდენტ ბუშის დესტრუქციულ და ავანტიურისტულ ქმედებებს რუსული სამხედრო ინვაზია მოჰყვა . სააკაშვილმა თავად გაუხსნა ხელ-ფეხი კრემლს საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების წარმოებისთვის. სწორედ მიხეილ სააკშვილის ავანტიურისტულ-მილიტარისტული პოლიტიკის შედეგია , კრემლის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა, ასევე, ამავე ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზების განთავსება და ლეგალიზაცია .
2008 წელს სააკაშვილმა ჯერ „სარკოზის დოკუმენტს“ მოაწერა ხელი, რითაც რუსეთს დაუკანონა ახალგორის რაიონსა და კოდორის ხეობაზე სრული კონტროლი და, ამის პარალელურად, დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა მოსკოვთან – ამ გზით „მიშამ“ ორმაგი გასროლა მოახდინა საქართველოს წინააღმდეგ. შესაბამისად, გამოირიცხა პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობაც ოფიციალურ მოსკოვს და თბილისს შორის . საქართველოს და რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები შვეიცარიის ინტერესთა სექცია წარმოადგენს , ორივე ქვეყანაში .
ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები , ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიან მოსკოვსა თა თბილისს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებას, ვაშინგტონი და ბრიუსელი ვერც თვითონ ვერ გვთვაზობენ ალტერნატივას .
აბაშიძე-კარასინის და ჟენევის ფორმატი ურთიერთობების დარეგურილებისთვის არაფრის მომცემია და მან აქტუალურობა დაკარგა . შექმნილი პოლიტიკური რეალობა მოითხოვს ახალ – პროდუქტიულ ფორმატს. იმის გამო , რომ საქართველოს რუსეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, სრულფასოვნად ვერ ხორციელდება სავაჭრო-ეკონომიკური , ინფრასტრუქტურული, ჰუმანიტარულ-კულტურული და პოლიტიკური პროექტები, რაც საქართველოსთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნებოდა. ვერ გვარდება ელემენტარული საკითხები , ისეთები, როგორც სატრანსპორტო გადაზიდვების ოპტიმიზაცია, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა, სავიზო რეჟიმის მოხსნა საქართველოს მოქალაქეებისათვის და სხვა მრავალი . სწორედ ამ მიზეზით საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად დაახლოებით მილიად დოლარამდე კარგავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია , რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის გარეშე გამორიცხულია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხების სრულფასოვანად გადაჭრა . ასევე შეუძლებელია მოლაპარაკებების წარმოება სოხუმთან და ცხინვალთან .
მაშინ, როცა მსოფლიო საზოგადოება პრაგმატული დიპლომატიის გზას ირჩევს , საქართველო ურა-პატრიოტიზმის, „დიმპიტაურის“ პოლიტიკას აგრძელებს და საგულდაგულოდ ჩარაზული ნატოს კარის გაღებას უშედეგოდ ელოდება.
შოთა აფხაიძე