არასდროს ვაბრალებთ ჩვენს თავს, ყოველთვის სხვაა (რუსეთია) დამნაშავე! ესეც ჩვენს სისუსტეზე მიუთითებს! – ნანა რეხვიაშვილი

პუბლიცისტი ნანა რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ქვეყანას რომ მკვლელი იდიოტი მართავდა, რომელიც მხოლოდ ფულის მოხვეჭასა და თავისი სურვილების დაკმაყოფილებაზე ფიქრობდა , ნაკუწ-ნაკუწ რომ ყიდდა საქართველოს და ეს დღე რომ კიდევ ერთ ტრაგიკულ დღედ შევიდა ჩვენს ისტორიაში, ეს ჩვენი ბრალია და არა რუსეთის!

ჩვენ არ მოვინდომეთ იმ მკვლელის მოცილება თავის დროზე და მივიღეთ ის რაც მივიღეთ! მარტივია დამნაშავის გარეთ ძებნა, მაშინ როდესაც შენი გეოპოლიტიკური მდგომარება ხელს გიწყობს და მტრების გარემოცვაში იმყოფები…

არასდროს ვაბრალებთ ჩვენს თავს, ყოველთვის სხვაა დამნაშავე! ესეც ჩვენს სისუსტეზე მიუთითებს!

P.S სხვათაშორის, იმ ტრაგიკულ დღეებში, როდესაც სამაჩაბლოს ბომბავდნენ, თბილისში რესტორნები სავსე იყო და იქ ნამდვილად არ ქეიფობდნენ რუსები!!!