აუცრელ-აცრილების “ომი” მწვავე ფაზაში გადადის და მალე, დღემდე არნახულ ხასიათს მიიღებს – ზაურ ნაჭყებია

ჟურნალისტი ზაურ ნაჭყების, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

აუცრელ-აცრილების ომი მწვავე ფაზაში გადადის.

პირველებს მიაჩნიათ, რომ არ არიან დარწმუნებულნი ვაქცინის სარგებლიანობაში, რადგან, არ გაუვლია წინასწარი საგამოცდო ეტაპები და ექსერიმენტები პირდაპირ ადამიანებზე ტარდება. თან , არ იციან , რა შხამს უშვებენ მათ ორგანიზმში.
აცრილები , კი პირიქით ფიქრობენ-ვაქცინა ეს არის ერთადერთი საშუალება ვერაგი ვირუსის მ,ოსაგერიებლად, ამიტომ, ყველა უნდა აიცრას , რომ თავი დავაღწიოთ პანდემიას.

თუმცა, მათ არა აქვთ პასუხი კითხვაზე: რატომ არიან აცრილები ვირუსის პოტენციური გადამდები და რატომ გვაქვს საქმე არც თუ იშვიათად ლეტალურ შემთხვევებთან.
დარწმუნებული ვარ, ეს დაპირისპირება უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გამწვავდება და დღემდე არნახულ ხასიათს მიიღებს.
სამწუხაროდ, არავინ სვამს ერთ მარტივ და ლოგიკურ კითხვას:
თუ ეს ვირუსი ბოროტი, ანტიადამიანური ძალების მხრიდან(სხვა სახელს ვერ ვპოულობ) ხელოვნურადაა შექმნილი( ეს რომ ასეა, აცრილებისა და უცრელების უმრავლესობას ეჭვიც არ ეპარება),კაცობრიობის შესათხელებლად, როგორ უნდა ვირწმუნოთ, რომ მათივე დაკვეთით შექმნილი ვაქცინა კაცობრიობას გადაარჩენს?!
სხვა კითხვა უკვე საჭიროც არ არის და არც ალტერნატიული პასუხი არსებობს!