ეს ცხოვრება მარტო სამსახური, პლიაჟი, თხილამურები, პრანჭვა და მწვადები არაა – მამა ლევანი

კასპის წმინდა  გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა ლევანი სოციალური ქსელის მომხმარებლებს მიმართავს:

___________✝️ლოცვა✝️___________
გადაგვიყოლა ამ სახადმა, რამდენი ხანია კარგი აღარაფერი გვითქვია. ორიოდე სიტყვას გეტყვით ადამიანის სულიერ ჟანგბადზე-ანუ ლოცვაზე. მხოლოდ კეთილი განზრახვებსა და ღვთივსათნო მისწრაფებებზე ემყნობა ღვთიური ლოცვა და აღესრულება საქმენი საკვირველნი და წარმოულგენელნი. ჩვენს თვალწინ ლოცვით მცონარე, ზარმაცი ადამიანები-მოღვაწენი და შრომისმოყვარენი ხდებიან, მუქთახორები-პასუხისმგებლიანები, ძუნწნი და ვერცხლის მოყვარულნი-მოწყალენი, მემთვრალენი-ფხიზელნი, მფლანგველნი და ქარაფშუტები-ხელმომჭირნენი და კეთილგონიერნი, ხელმრუდნი-პატიოსნები, ჭორიკანები-სიტყვაძუნწნი, ჩხუბისთავნი-მშვიდნი, ქალაჩუნები-ვაჟკაცნი, ენაბილწნი-სულით უმანკონი, პნაჭიები-კლდემამოსილნი, ცრუნი-სიტყვაფრთხილნი, მოღალატე ქმრები-მოსიყვარულენი, უწესრიგო და უსუფთაო ქალები-აკურატული და წესიერი დიასახლისები, გარყვნილნი-ღვთისმოსავნი. ამიტომ, ყველას ვინც ჩემს სიტყვებს კითხულობთ, რომელთა რიცხვი რამოდენიმე ათასია და არ ლოცულობთ, გთხოვთ, მოიძიეთ და ხვალ დილიდან დაიწყეთ დილის და ძილის ლოცვები და იარეთ კვირაობით წირვაზე, რომ მოხვიდეთ ცხოვრების აზრზე. ეს ცხოვრება მარტო სამსახური, პლიაჟი, თხილამურები, პრანჭვა და მწვადები არაა რა. თუ არა და აღარ დამენახოთ თვალით. ?