გორში 68 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ გადასცეს.
ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართები ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულმა ოჯახებმა მიიღეს.
ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი 23 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა
წყარო: newposts.ge