ნოდარ მელაძე “POSTV-ის“: არ მაინტერესებს თქვენი კითხვები და სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც არის ჟურნალისტიკისგან დიამეტრიულად აცდენილი

TV პირველი-ს“ საინფორაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე „POSTV-ისთან“ საუბარს გაურბის.

მელაძემ „POSTV-ის“ ჟურნალისტს კითხვის დასმის საშუალება არ მისცა, რომელიც  „TV პირველი-ს“ სარედაქციო პოლიტიკისა და მიხეილ სააკაშვილის დირექტივებს შორის კავშირს შეეხებოდა.

„მე არ გელაპარაკებით თქვენ და არ მაინტერესებს თქვენი კითხვები და თქვენი სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც არის ჟურნალისტიკისგან დიამეტრიულად აცდენილი“,- განუცხადა „POSTV-ის“ მელაძემ.