წულუკიანი – ყველაზე ძლიერი იარაღი დეოკუპაციის წინააღმდეგ არის სწორედ სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი.
მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდი გამარჯვებაა, რაც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ჰქონია ბოლო ათწლეულის განმავლობაში – ასე აფასებს თეა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ შეფასებისას განაცხადა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აღნიშნა, რომ სასამართლოს განაჩენი დეოკუპაციის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღია.
„თუ ჩვენს თაობას, რისი დიდი იმედიც მაინც მაქვს, არ მოესწრება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვებთ მთავარ იარაღს და ეს ვერ იქნება ვერც ტანკი და ვერც სხვა ცეცხლსასროლი იარაღი. ყველაზე ძლიერი იარაღი დეოკუპაციის წინააღმდეგ არის სწორედ ეს სასამართლო განაჩენი“ – განაცხადა წულუკიანმა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
წყარო: ptn.ge