თბილისში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 36 წლის მამაკაცი თბილისში დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა ნაძალადევის რაიონში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე 38 წლის ქალს მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, იგი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

“სპუტნიკი”