აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

პენტაგონის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. აღნიშნული განკარგულება ძალაში 15 სექტემბრიდან შევა.

– “მოვიძიებ პრეზიდენტ ბაიდენის თანხმობას, რომ ვაქცინაცია 15 სექტემბრიდან სავალდებულო გახდეს“ – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებაში.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაცვის მდივნის ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

თავდაცვის მდივნის თქმით, ის აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის პასუხს ელოდება, რათა ვაქცინები საბოლოოდ დაამტკიცოს, რაც სავარაუდოდ თვის ბოლომდე მოხდება.

წყარო: newposts.ge