სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
“ამ ტიალი “მაოხრებელი გზირის” და მისი შავი “კამანდის” გამო რაღაც საკითხებში “პირში წყალს ვიგუბებ”!!! მაგრამ!!!
შარშან სხვა სიტუაცია იყო. სხვანაირი მართვა.
დღეს ყველანაირი ლოგიკა იმსხვრევა, როცა უყურებ თუნდაც მეზობელ ქვეყნებს და სიკვდილობის მაჩვენებელს!!!
რაღაც ძალიან ცუდად არის! მარტო აუცრელობას ნუ დავაბრალებთ, ეს თავის მოტყუებაა.
პანდემიის მართვის პოლიტიკა ძირეულადაა შესაცვლელი, ისევე, როგორც მკურნალობაში არის სხვა ქვეყნების გამოცდილება გასათვალისწინებელი, ამაზე შედეგები მეტყველებს.
დგება მომენტი, როცა დარგის სპეციალისტები და მენეჯერები ამოწურავენ თავის შესაძლებლობებს, უბრალოდ, გააკეთეს, რაც შეეძლოთ და მორჩა! რაღაც სხვაა საჭირო, რაღაც ახალი, ქმედითი!!!
დაუცველობის გრძნობა ღვივდება, ცალკე ჩასაფრებული, სიკვდილით მოსპეკულირე ვაი პოლიტიკოსები აღვივებენ, და მეორე მხრივ, ობიექტური რეალობაც შემაშფოთებელზე მეტია!!!
წყალსაც წაუღია ყველა არჩევნები! წყალსაც წაუღია ყველა უმაქნისი პარტია!!! მთავარი ადამიანია!!!
P.S. ვეცადე, ეს პოსტი ძაააალიან ზომიერი და თავშეკავებული გამოსულიყო!!!”