გახარია: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გადალახავენ, თუ ვერ გადალახავენ 43 პროცენტს, მაინც იქნება რიგგარეშე არჩევნები.
მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, ყოველთვის ვამბობდი, რომ რიგგარეშე არჩევნები დამოკიდებულია ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე და არა იმაზე, ვინ რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ან ამ ხელმოწერაზე თქვა უარი“ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, რაც უფრო მეტი საუბარი იქნება, რომ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, მით უფრო უფრო სწრაფად წავა პროცესები აღნიშნული არჩევნების ჩასატარებლად.
– “რა თქმა უნდა, ხელმოწერა ხელისუფლების პოლიტიკური და იურიდიული აქტია, ისევე, როგორც ამ ხელმოწერის გაუქმებაც, ასევე პასუხისმგებლობისგან გაქცევა, შიში და პოლიტიკური აქტია, მაგრამ დღეს რომ დაეწყვნენ რიგში და ამბობენ, 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.
რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ და დაარწმუნებენ ჩვენ მოქალაქეებს, რომ რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება, უფრო სწრაფად იქნება რიგგარეშე არჩევნები, მერწმუნეთ. იმიტომ, რომ რიგგარეშე არჩევნებს განსაზღვრავს პოლიტიკური პროცესის ლოგიკა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობას არ აქვს საკმარისი ლეგიტიმაცია, ელემენტარულ გამოწვევებს უპასუხოს, რომელიც ქვეყნის წინაშეა.
რიგგარეშე არჩევნებს განსაზღვრავს მოქალაქეების მოლოდინები და არა ვიღაცის სურვილი. მით უმეტეს, მათი სურვილი, ვინც გვარწმუნებს, რომ 2024 წლამდე არჩევნები არ იქნება“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
წყარო: itv.ge