ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ცნობილია.
კითხვაზე „მოგწონთ თუ არა კახა კალაძის მიერ შესრულებული სამუშაო?“, გამოკითხულთა 67%-მა დადებითი პასუხი გასცა.
კალაძის მიერ შესრულებული სამუშაო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 86%-ს მოსწონს. საინტერესოა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 39% დადებითად აფასებს თბილისის მერის საქმიანობას.
კახა კალაძეს მხარს უჭერს გამოკითხულთა 61.2%, ხოლო მისი საქმიანობა 67%-ს მოსწონს. სოციოლოგები განმარტავენ, რომ კახა კალაძეს საკუთარი რეიტინგის ზრდის პერსპექტივა აქვს.
წყარო: ptn.ge