კოვიდინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და პრეცენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 352 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 635 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 461 198 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 409 110 (89%), გარდაიცვალა 6 230 (1,36%) პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

“იმედინიუსი”