51 წლის ქართველის და 22 წლის სომეხის დუელი მოსკოვის მიმდებარე ტყეში – დაჭრილია ორივე.
სროლის შესახებ პოლიციას ადგილობრივმა მაცხოვრებელმა შეატყობინა. მან სამართალდამცველებს მოუყვა, რომ სულ მცირე 10-ჯერ გასროლის ხმა გაიგო. ადგილზე პოლიციამ 12 ვაზნა და სისხლიანი ქურთუკი ნახა.
მოგვიანებით პოლიციაში საავადმოფოდანაც დარეკეს და განაცხადეს დაჭრილი 2 მამაკაცის შესახებ – ერთი 51 წლის, წარმოშობით ქართველი, მეორე კი – 22 წლის სომეხი. ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.
წინასწარი მონაცემებით, მათ შორის ტყეში შედგა დუელი. შედეგად უფრო ახალგაზრდა მონაწილე ფეხში ნატყვიარით მოხვდა, უფროსს კი სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა გულში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობის გამო. დუელის მონაწილეები ჯერ არ დაუკითხავთ.