ალფრედ ჰიჩკოკის ერთადერთი შვილი, მსახიობი პატრიშა ჰიჩკოკი გარდაიცვალა

93 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი, ლეგენდარული რეჟისორის, ალფრედ ჰიჩკოკის ერთადერთი შვილი პატრიშა ჰიჩკოკი გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის შვილი, კინოკომპანია Amblin-ის აღმასრულებელი პროდიუსერი ქეითი ფიალა ავრცელებს.

პატრიშა 1928 წელს რეჟისორ ალფრედ ჰიჩკოკისა და სცენარისტ ალმა რევილის ოჯახში დაიბადა. პატარა ასაკიდან დაყვებოდა მამას გადასაღებ მოედანზე. შესრულებული აქვს ეპიზოდური და მეორეხარისხოვანი როლები ფილმებსა და სერიალებში: Stage Fright, The Mudlark, Strangers In Train, The Ten Commandments, Psycho, Skateboard, Alfred Hitchcock Presents, Playhouse 90.

2000 წელს იყო აღმასრულებელი პროდიუსერი დოკუმენტური ფილმისა The Man on Lincoln’s Nose, რომელიც ამერიკელი კინომხატვრის, რობერტ ფ. ბოილის შემოქმედებას ეძღვნება.