აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ორსულებს აცრისკენ მოუწოდებს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) ფეხმძიმე ქალებს მოუწოდებს, კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრან.

ბოლო პერიოდში აშშ-ში არაერთ არავაქცინირებულ ფეხმძიმე ქალს კოვიდით ინფიცირების შემდეგ ჯანმრთელობა გაურთულდა.

Associated Press-ის თანახმად, ფეხმძიმე ქალები კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში მძიმე ავადმყოფობისა და ორსულობის გართულებების მაღალი რისკის ქვეშ არიან.

რისკებს შორის სახელდება მუცლის მოშლაც. თუმცა ფეხმძიმე ქალების ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია – CDC-ის მონაცემების თანახმად, მხოლოდ 23%-ს აქვს გაკეთებული, სულ მცირე, ერთი დოზა.

„ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია. არასოდეს ყოფილა დღევანდელზე უფრო სასწრაფო ვაქცინაციის ტემპის გაზრდა, რადგან ჩვენ ვდგავართ კოვიდის უაღრესად გადამდები „დელტა“ შტამის წინაშე და ვხედავთ მძიმე შედეგებს არავაქცინირებულ ორსულებში“, – განაცხადა CDC–ის დირექტორმა, დოქტორმა როშელ ვალენსკიმ.

 

“ნეტგაზეთი”: