დიდგორის ბრძოლასა და დავით აღმაშენებელზე სამინისტრო ფილმს დააფინანსებს

კულტურის სამინისტრო აპირებს, რომ დიდგორის ბრძოლაზე ფილმის გადაღება დააფინანსოს. ფილმის სცენარსა და პროექტში უწყება 20 ათას დოლარს გადაიხდის.

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით კონკურს სამინისტრო რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

„კონკურსი სიმბოლურად სწორედ 12 აგვისტოს გამოცხადდება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოში მოქმედ კინოს მწარმოებელ კომპანიებს ექნებათ“ – აცხადებს კულტურის სამინისტრო.

კულტურის სამინისტროს თქმითვე, ფილმის გადაღება „რამდენიმეწლიანი კომპლექსური სახელმწიფო პროექტია“ და კონკრუსიც რამდენიმეეტაპიანი იქნება.

წყარო: newposts.ge