ეგვიპტეში, კობრამ მიკროავტობუსის 4 მგზავრი და მძღოლი მოკლა.
ამის შესახებ ინფორმაციას Arab News-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიკროავტობუსის მფლობელმა მძღოლს ქვეწარმავლის სხვა ქალაქში გადაყვანა სთხოვა, რაზეც მძღოლი დათანხმდა.
მან მუყაოს ყუთში მოთავსებული კობრა საბარგულში შეინახა და მიკროავტობუსში ოჯახის 4 წევრი აიყვანა.
მგზავრობისას გველი ყუთიდან გამოძვრა და მიკროავტობუსში მყოფი ხუთივე ადამიანი დაკბინა, რის შემდეგაც ისინი გარდაიცვალნენ.
მანქანა ბეტონის ბარიერს დაეჯახა, გველმა გაქცევა სცადა, მაგრამ დამთვალიერებლებმა მისი დაჭერა და მოკვლა შეძლეს.