„ცნობადების“ ისტერია, ანუ, რით გვაშინებენ ლევან ლორთქიფანიძე და ლევან ქოქიაშვილი?!

ძალიან მეცოდებიან ფეხის ხმას აყოლილები-ადამიანები, რომლებსაც საკუთარი არჩევანი არა აქვთ და შინაგანი რწმენის გარეშე გიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია და თუ არ დაეთანხმე, შეიძლება ჯოჯოხეთშიც გაგისტუმრონ!

საშიშად მეჩვენებიან ყველაფრის მცოდნენიც-ადამიანები, რომლებმაც რაღაც მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ და ჩათვალეს, რომ რაც არ უნდა დააბრეხვონ,(ბოდიშს ვიხდი ასეთი ლექსიკისთვის, მაგრამ , ზუსტად გამოხატავს იმას, რასაც ვგულისხმობ) ხალხმა უკრიტიკოდ უნდა მიიღოს!
ასეთი რამ დაემართა ლევან ლორთქიფანიძესაც(ოღონდ, არა არაჩვეულებრივ დასტაქარსა და მწერალს- კონსტანტინე ლორთქიფანიძის პირდაპირ შთამომავალს), რომელმაც , არც აცია, არც აცხელა და ზედმეტი კატეგორიულობით თითიც კი დაგვიქნია:მთელი მსოფლიო ვაქცინაციიის უნიკალურობას აღიარებს და თქვენ ვინ ხართ, რომ ეწინაარმდეგებითო!
ადრე ინტერესით ვკითხულობდი ლევან ლორთქიფანიძის პუბლიკაციებს-მის ნააზრევში ახალგაზრდა კაცის არაორდინალური აზროვნება იკითხებოდა, მაგრამ, ბოლო ხანებში ეტყობა, იმდენად დაიჯერა თავისი ყველაფრისმცოდნეობა, უკვე თითის დაქნევაც დაგვიწყო-არ მეგონა, ვირუსოლოგიაში , იმუნოლოგიაში და ინფექციოლოგიაში ასე ზედმიწევნით თუ ერკვეოდა(?!).
არ მიყვარს ადამიანების ამოჩემ,ება, მითუმეტეს, სიტყვაზე გამოკიდება, მაგრამ, რაც მან ორიოდე დღის წინ იკადრა, გაჩუმება ვერ შევძელი..
საქმე ეხება მისთვის უცხო თემას, რომელიც ლამის რელიგიურ-პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა, ცინიზმითა და უტიფრობით გაჟღინთა და ვე3რდიქტის გამოტანაც არ დავიწყებია.
ლორთქიფანიძის სტატუსი „ვაკელი ხუცესის“( იგულისხმება მამა შალვა კეკელია) „მხილებით“ იწყება, რომლის ქადაგება თურმე პრიმიტიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
ბატონი ლევანი გვარწმუნებს, რომ მამა შალვას, „სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გაუკეთებია“.დააკვირდით , გაუკეთებია თურმე!
დანამდვილებით არ იცის, ნამდვილად გააკეთა თუ არა, მაგრამ, მაინც ეშაფოტზე აიყვანა, რადგან, მისი სამიზნე არა რიგითი სასულიერო პირი, არამედ, საქართველოს ეკლესიაა!
ლორთქიფანიძეს „სამხილად“ მოჰყავს მამა შალვას სიტყვები:„მე ღვთის სამსახურში ვარ, ჯანმრთელი ვარ და აცრის გაკეთებას არ ვაპირებ!“
„საიდან ახელა ამპარტავნება?1“
კითხულობს ყველაფრის მცოდნე ლევან ლორთქიფანიძე და დასძენს:„რა საჭიროა სასულიერო პირებმა ინფექციონოლოგიის, იმუნოლოგიის, ვირუსოლოგიის შესახებ დილიდან საღამომდე პრესრელიზი გაავრცელონ“?
მე ყურადღებით მოვისმინე მამა შალვა კეკელიას აღნიშნული ქადაგება აცრებთან დაკავშირებით და სრულიად სხვა ფაქტის მოწმე გავხდი:სასულიერო პირი პირდაპირ აცხადებს, რომ , ვერავის მოუწოდებს, აიცრას, ან, არ აიცრას, რადგან, ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება და როგორც საჭიროდ ჩათვლის, ისე უნდა გადაწყვიტოს!
სად არის აქ კატეგორიული მოწოდება , რომ არ უნდა ავიცრათ?!
სხვათაშორის , მამა შალვა კეკელიას განცხადება ერთი ერთზე ემთხვევა საქართველოს კათოლიკოს =-პატრიარქის გუშინდელ ოფიციალურ განცხადებას, სადაც ის პირდაპირ ამბობს:„ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი-აცრის , თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა“.
ამაზე მეტი რა თქვას ეკლესიამ?
ის ყოველთვის თავისუფალი არჩევანის მომხრეა.დიდი ბოდიში, თუ ეკლესია ბნელი ძალებისა და მათ სამსახურში ჩამდგარი ქართველი შარლატანების აზრს არ ახმოვანებს!
ლორთქიფანიძე საკუთარ თავს იმის უფლებასაც აძლევს, ვირუსოლოგ- იმუნოლოგის მანტია მოისხას .აბა თავად მოუსმინეთ: „აცრა ჯანმრთელ ადამიანს იმისთვის სჭირდება, რომ უმძიმესად ავად არ გახდეს, , ხოლო ავადმყოფს იმისთვის, არ დაიღუპოს!”
კი, მაგრამ, მსოფლიო პრაქტიკა სულ სხვა რამეს რომ ღაღადებს?!
ესეც არაფერი: იგი უფრო შორსაც მიდის და აცრის მოწინააღმდეგეებს გვამუნათებს:„მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ადგას ამ გზას .საღი აზრის წინააღმდეგ სვლას ქრისტიანობად რატომ ვასაღებთ?!”
როცა საქმე ადამიანის ჯანრთელობას , მის სიცოცხლეს( ფიზიკურად ყოფნა-არყოფნას) ეხება, , რა შუაშია აქ ქრისტიანობა?
ნებისმიერი ქრისტიანი ნაბიჯს საკუთარი რწმენითა და ინტუიციით უნდა დგამდეს-იქნებ , აცრა მისთვის არ არის პანაცეა კოვიდვირუსთან ბრძოლაში?!
მითუმეტეს, მაშინ, როცა მსოფლიო და ადგილობრივი პრაქტიკაც ცხადყოფს- აცრილებშიც (ორმაგად აცრილები იგულისხმება)ინფიცირებისა და ლეტალობის შემთხვევები ბევრია.ცალკე თემაა , რას იწვევს ორგანიზმში კლინიკურად შეუმოწმებელი ვაქცინის შეშხაპუნება, რომელზეც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პროფესიონალი (გაბედული)ვირუსოლოგები და ინფექციონისტები მუდმივად გვაფრთხილებენ!
არ დავაკონკრეტებ , თუ რა ეპითეტით იხსენიებს ბატონი ლევანი ქალბატონ თინა თოფურიას, რომელიც შეუპოვრად იბრძვის მასობრივი ვაქცინაციის წინააღმდეგ.
თუმცა, ეს არ არის მთავარი-მთავარია, რატომ აძლევს თავს უფლებას ასეთი დამაჯერებელი ცინიზმით მოიხსემიოს ის ადამიანები, რომლებიც ამბიონიდან, სოც ქსელიდან თუ ტელეეკრანებიდან გვეუბნებიან, რომ ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში და არავის არა აქვს უფლება, სხვა დაავალდებულოს აიცრას იმის გამო, რომ აცრილებს პრობლემა არ შეუქმნას!
არადა, პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ხშირად პირიქით ხდება-აცრილები წარმოადგენენ პრობლემას აუცრელებისთვის, რადგან, ისინი ორჯერადი აცრის შემდეგაც ინფიცირდებიან.ის „არგუმენტი“ , რომ აცრილები უფრო მსუბუქად გადაიტანენ ინფექციას, არ შეიძლება დანარჩენი მოსახლეობის(ანტივაქსერების)აცრაზე სავალდებულობის მიზეზი გახდეს.მითუმეტეს, ჩვენ არ ვიცით, რა ცვლილებები იქნება ორგანიზმში აცრიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ.
მეტიც, აცრა პანაცეა რომ არ არის კოვიდთან ბრძოლაში, ამას ვაქცინების მწარმოებელებიც ადასტურებენ.მაშინ, რატომ მაიძულებ შენ, გავიკეთო ის, რაც არ მინდა, მითუმეტეს, ამ ვერაგი ვირუსისგან არ დამიცავს?!დავუშვათ არ მინდა ვიყო ექსპერიმენტის მსხვერპლი და მზად ვარ საკუთარ ხვედრს აცრის გარეშე შევხვდე?

ასეთი კატეგორიული მარტო ლევან ლორთქიფანიძე რომ იყოს, კიდევ შევეგუებოდით.მასიური ხასიათი მიიღო ე.წ. ცნობადი სახეების უტიფრობამ, რომლებიც გვავალდებულებენ, ეჭვქვეშ არ დავაყენოთ აცრის ეფექტიანობა და მასობრივად ავიცრათ!
ასე მაგალითად, დღევანდელი შოუ -ბიზნესის ერთ-ერთი „სახე“ , სტეფანე მღებრიშვილი, კატეგორიულად მოითხოვს: ექიმებს, რომლებიც უარს იტყვიან აცრაზე, ლიცენზია შეუჩერდეთ.
ასევე კატეგორიულია ერთ დროს ანგაჟირებული ადვოკატი, ზვიად კორძაძეც-ისიც მასობრივი ვაქცინაციისკენ მოგვიწოდებს, რომ გარშემომყოფთ საფრთხე არ შევუქმნათ!
იმასაც მოვესწარით, რომ უკვე დაიწყო საუბარი აუცრელების იზოლირებაზე დანარჩენი საზოგადოებისგან.
აი, ცოცხალი მაგალითი:„საქართველოს გასტროლოგთა ასოციაციის“ (ნამდვილად არ ვიცი, რას ნიშნავს გასტროლოგთა ასოციაცია და ვინ არიან მანდ გაწევრიანებული)ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი საჯაროდ აცხადებს:„ჩემმა ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება შევწყვიტოთ ნებისმიერ აუცრელ ადამიანთან ფიზიკური კომუნიკაცია“!.ეს არც მეტი, არც ნაკლები , ფაშისტური განცხადებაა, რომელსაც სოც ქსელში საკმაო მიმდევრები გამოუჩნდა!!!
სხვათაშორის, ძალიან შემეშინდა, როცა ლევან ლორთიფანიძის სტატუსზე დახვავებული კომენტარები წავიკითხე-ადამიანებმა არა მარტო დაკარგეს ურთიერთპატივისცემისა და საღი აზროვნების უნარი , არამედ, ვამპირებადაც იქცნენ!
რაც ყველაზე საგანგაშოა , ვისაც ადრე ასე თუ ისე, პატივს ვცემდით და რაღაცით საინტერესო და დასაფასებელი გვეგონა, თავს აძლევს უფლებას, თავად გვიკარნახოს, თუ როგორ მოვიქცეთ.თუმცა, არა მარტო გვიკარნახოს-ულტიმატუმის ენითაც გვესაუბრება უკვე!!!
ასეთი „ცნობადები“ ჩემთვის უკვე ჩალის ფასადაც არ ღირან!

ზაურ ნაჭყებია; ჟურნალისტი