არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების მოლოდინისთვის საკმარისი საფუძველი გვაქვს – სარჯველაძე

არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების მოლოდინისთვის საკმარისი საფუძველი გვაქვს – მიხეილ სარჯველაძე.

“არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების მოლოდინისთვის საკმარისი საფუძველი გვაქვს” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ პარტიული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

“რეალურად არჩევნებზე დადგინდება, თუ როგორია ამომრჩევლის მხარდაჭერა პარტიისა და ცალკეული კანდიდატების მიმართ. შეიძლება ვინმესთვის არადამაჯერებელი იყოს ის უპირატესობა, რაც “ქართულ ოცნებას” და თბილისში მის მერობის კანდიდატს აქვს? – ეს უპირატესობა არა თუ დამაჯერებელია, ეჭვის გაჩენის საფუძველიც კი არ მოიპოვება!” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძე ოპოზიციის შანსებსაც აფასებს და ამბობს, რომ წარდგენილი კანდიდატები იმდენად დისკრედიტირებულია, რომ მათი გაერთიანება სხვა ოპოზიციური ძალებისთვის ტოქსიკურ ფუნქციას ასრულებს.

წყარო: itv.ge