ათასობით ადამიანი გაურბის თალიბებს, ცდილობს დედაქალაქ ქაბულამდე მიღწევასა და დროებით ბანაკებში ცხოვრებას. მთავრობისთვის დამანგრეველ დარტყმასა და თალიბების მორიგ გამარჯვებას – ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქის, ყანდაარის აღებას უკვე ოფიციალური პირებიც ადასტურებენ, – ამის შესახებ BBC წერს.
ამ დრომდე, ყანდაარი ყველაზე დიდი ქალაქია, რომელიც თალიბებმა ჩაიგდეს ხელში. გუშინ მათ კონტროლი ჰერატსა და ღაზნიზეც დაამყარეს.
აშშ აცხადებს, რომ 3 ათასამდე ჯარისკაცს კვლავ დააბრუნებს ავღანეთში, რათა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს უსაფრთხოდ ევაკუაციაში დაეხმარონ. საკუთარ მოქალაქეების ქვეყნიდან მშვიდად წასვლის უზრუნველსაყოფად, 600-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს დიდი ბრიტანეთიც.
რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიის 65%-ს აკონტროლებს.