ინგლისის ქალაქ პლიმუთში სროლას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა

ინგლისის ქალაქ პლიმუთში სროლას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ლიკვიდირებულია. ამ ეტაპზე სამართალდამცველები აცხადებენ, რომ მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს შოკისმომგვრელი უწოდა და მოქალაქეებს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პოლიციის მითითებებს დაემორჩილონ.