მალე მონსტრებად უნდა ქცეულიყვნენ: მამამ ორი შვილი გველის დნმ-ს შიშით მოკლა

კალიფორნიის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ორი მცირეწლოვანი შვილი — ორი წლის ბიჭუნა და ათი თვის გოგონა მოკლა იმის შიშით, რომ მალე ისინი მონსტრებად უნდა ქცეულიყვნენ, იუწყება ტელეარხი CNN.

გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლის მეთიუ ტეილორს ეჯერა, რომ მისმა ცოლმა გველის დნმ გადასცა შვილებს, რის გამოც ბავშვები უკვე მალე ურჩხულებად იქცეოდნენ და „ამიტომ ვალდებული იყო, დაეხოცა ისინი“.

​როგორც მან განუცხადა სამართალდამცველებს, შვილები სპეციალურად გაიყვანა აშშ-დან მექსიკაში და წყალქვეშა სანადირო თოფით მოკლა ისინი.

„ვიცოდი, რომ არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ ეს ერთადერთი გზა იყო მსოფლიოს გადასარჩენად“, — უთხრა მან სამართალდამცველებს, რომლებმაც მკვლელი მამა მექსიკიდან აშშ-ში დაბრუნებისას დააკავეს.

ამ დროისათვის კოულმანი საპატიმროშია და ამ დღეებში წარსდგება ლოს-ანჯელესისი საოლქო სასამართლოს წინაშე.

როგორც ტელეარხი განმარტავს, ტეილორი იმ კონსპიროლოგიური თეორიის მომხრე იყო, რომლის თანახმადაც უცხოპლანეტელები ფარულად მართავენ მსოფლიოს და საკვანძო თანამდებობები უჭირავთ მთავრობებში, საბანკო სფეროებსა და ჰოლივუდშიც კი.

“სპუტნიკი”