ფაუჩი – მომავალში ვაქცინის გამაძლიერებელი დოზები საჭიროა, რადგან ვერცერთ ვაქცინას განუსაზღვრელი რაოდენობის დაცვა ვერ ექნება.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ში ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ვაქცინირებული პირებისათვის უახლოეს მომავალში იქნება რეკომენდებული.
ადამიანებს იმუნური სისტემა სხვადასხვა მიზეზის გამო აქვთ დაქვეითებული, მათ შორის ორგანოთა გადანერგვის, კიბოს ან სხვა დაავადებების გამო.
აშშ-ის ინფექციური დაავადებების წამყვანმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ამ მომენტში, გარდა დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებისა, სხვა კატეგორიებისთვის გამაძლიერებელი დოზის მიცემა რეკომენდებული არ იქნება.
– “აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ჩვენ მოგვიწევს გაძლიერებელი დოზების გაკეთება, რადგან არცერთ ვაქცინას, ყოველ შემთხვევაში, ამ კატეგორიის ფარგლებში, განუსაზღვრელი რაოდენობის დაცვა არ ექნება“ – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
წყარო: itv.ge