სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში უმღლეს დონეზე ჩაერთოს, ამ მიმართულებით კი კონკრეტულ წინადადებებს ელოდება – აღნიშნული განცხადებას ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მათ ხალხისგან მიიღეს დაკვეთა რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. როგორც ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება ან ნორმალიზება მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება. რაც შეეხება საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციას, სომხეთის პოზიცია უცვლელია.
წყარო: itv.ge